ქუთაისში წითელას შემთხვევებმა იმატა

15:14 01-17-2019
118

ქუთაისში წითელას დიაგნოზით მიმართვიანობა წინა წელთან შედარებით გაზრდილია. მრავალპროფილურ კლინიკა "მედიაქალ სითის" იანვრის თვეში 57 პაციენტმა მიმართა.

ამჟამად საავადმყოფოში ათი პაციენტი მკურნალობს. ექიმი ნუგზარ მაღლაკელიძე ამბობს, რომ ამჯერად წითელას შემთხვევები არამარტო პატარებში, არამედ მოზრდილთა ასაკშიც გახშირდა და უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე ბავშვებში. ექიმი ვარაუდობს, რომ გაზაფხულისთვის წითელას შემთხვევები გახშირდება და თებერვალი - მარტის თვეში შესაძლოა პიკს მიაღწიოს. ნუგზარ მაღლაკელიძის განმარტებით, პარალელურად გრიპის ვირუსით მომართვიანობამ იკლო.

 

 

ირაკლი ვაჩიბერაძე