ჩვენგან წასულნი მხოლოდ გარდაიცვალნენ, ისინი ცოცხლები არიან - პატრიარქი დიდ დიღომში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს უსამძიმრებს

15:47 01-17-2019
837

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიიისას გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

გამოვთქვამთ ჩვენს ღრმა მწუხარებას დიდ დიღომში გაზის აფეთქებით გამოწვეული ტრაგედიის გამო, რომელიც ყველას ტკივილად იქცა და მთელი ქვეყნიში გულითადი თანაგრძნობა გამოიწვია, მეტად ძნელია მომხდართან შეგუება, მაგრამ ოჯახის წევრები და ახლობლები, ყველა თანამდგომი უნდა განამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ ჩვენგან წასულნი მხოლოდ გარდაიცვალნენ, ისინი ცოცხლები არიან, ოღონდ სხვა სახით შეცვლილი სახით აგრძელებნ ცხოვრებას. ახლა უკვე მარადიულ, წარუვალ, სამყაროში, რომლისათვისაც ჩვენც ყველანი უნდა მოვემზადოთ.

აღვავლენთ ლოცვებს, ნიკოლოზის, ნათიას, ნინოს და ლევანის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო ჩვენ მოგვცეს ძალა მათთვის ლოცვითი შეწევნისა - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე.

16 იანვარს დიდ დიღომში 9-სართულიან საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, გაზმა გაჟონა.

აფეთქების შედეგად 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი ბავშვი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინციდენტის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათგან 6 ბავშვია.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა და ისჯება 6-იდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.