"ჰარტის" ფსიქოლოგები მზად არიან უფასო დახმარება გაუწიონ გუშინ, დიდ დიღომში, აფეთქების შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.
"ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ტრენინგცენტრი "ჰარტი" მწუხარებას გამოთქვამს გუშინ ღამით, დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.
"ჰარტის" ფსიქოლოგები მზად არიან უფასო დახმარება გაუწიონ დაზარალებულ ადამიანებს. შესაძლოა შევქმნათ ჯგუფი და ასევე შეგვიძლია ინდივიდუალური ფსიქოლოგიური კონსულტაციების გაწევა.
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 55 00 05 ან 599 75 07 70", - აღნიშნულია განცხადებაში.