ტრამპი: „კოსმოსი ბრძოლის ახალი არენაა“

10:15 01-18-2019
104

„უნდა ვაღიაროთ, რომ კოსმოსი ბრძოლის ახალი არენაა, სადაც კოსმოსური შეიარაღებული ძალები შეასრულებენ მთავარ როლს. ახალი ბიუჯეტიდან ინვესტიცია ჩაიდება კოსმოსში ბაზირებული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განლაგებისთვის. ეს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი თავდაცვის და ასევე თავდასხმისთვისაც,“ განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპი ასევე განმარტავს, რომ ამ ახალი საბრძოლო ტექნოლოგიის პირობებში, ვერცერთი მტერი ვერ შეძლებს შტატებზე სარაკეტო თავდასხმის განხორციელებას. ამერიკის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გაშვებულ რაკეტას კოსმოსიდანვე გაანეიტრალებს და მის საჰაერო სივრცეში შესვლის საშუალებას არ მისცემს.

ამ მეთოდით, რუსეთიდან, ჩინეთიდან და ჩრდილოეთ კორეიდან მომავალ საფრთხეებს გაუმკლავდებიან.

დონალდ ტრამპის ეს ინიციატივა ახალი შეიარაღებული ძალების შესაქმნელად, კონგრესის თანხმობას საჭიროებს. 

პენტაგონი საკანონმდებლო წინადადებას კონგრესს 2020 წლის ბიუჯეტისთვის წარუდგენს.

 

ავტორი: მარიამ გიგანი