როგორია დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

15:07 01-18-2019
263

4 წლისა და 6 თვის გოგონა, რომელიც დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავდა იაშვილის კლინიკაში მკურნალობას ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობს. "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში კლინიკის დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ გოგონას მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

" გოგონა გონზეა, მისი ცნობიერება უკვე აღდგენილია, დაიწყო საკვების მიღება და მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მომდევნო ორი დღის გამავლობაში ბავშვი კვლავ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში დარჩება მედიკოსების ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ. ორი დღის შემდეგ კი მას უკვე პალატაში გადავიყვანთ"- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ მცირეწლოვან გოგონასთან ერთად აფეთქების დროს ბინაში მისი მშობლები, და-ძმა და დეიდა იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად გოგონას დედა და ძმა- 2.8 წლის ნიკოლოზი და დეიდა გარდაიცვალა. აფეთქებას ემსხვერპლა მეზობელ ბინაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაციც. 

ავტორი: თამარ ტომარაძე