აუდიტის სამსახური სალომე ზურაბიშვილის დაჯარიმებას ითხოვს

17:13 01-20-2019
24681

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასამართლოს მიმართა, უწეყბა სალომე ზურაბიშვილის დაჯარიმებას ითხოვს.

უწყებაში მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობისას, არაერთხელ მიიღო უკანონო შემოწირულობა, რის გამოც ის 67 ათასი ლარით უნდა დაჯარიმდეს.აუდიტის სამსახური სალომე ზურაბიშვილის დაჯარიმებას კიდევ ერთ საქმეზე ითხოვს. საქმე ეხება მოძრაობის “არა ნაციზმის” მიერ რეგიონებში ხალხის ტრანსპორტირებისთვის დახარჯულ 9 200 ლარს. ჯარიმის სახით ამ თანხის ორმაგი ოდენობაა განსაზღვრული.

აუდიტის სამსახურის სრული ანგარიში ნახეთ აქ: