სასულიერო პირების დაპირისპირებას ფოთისა და ხობის ეპარქიის წინამძღვარი, მეუფე გრიგოლი ეხმაურება:
"ბოლო პერიოდში ტელევიზიითა და სხვადასხვა საშუალებებით ძალიან ხშირად შეინიშნება დედა ეკლესიის ზოგიერთი წევრის, მათ შორის სასულიეროთა, უკიდურესად შეურაცხყოფელი, რაც განსაკუთრებით საწყენი და სამწუხარო ფაქტია", ამბობს მეუფე.
მისი თქმით, ადგილი აქვს დაბალი ირეარქიის სასულიერო პირთაგან მაღალი ირეარქიის სასულიერო პირების (მღვდელმსახურებს) პირდაპირ შეურაცხყოფას, ლანძღვას.
"ამან თითქოს ერთგვარი, შეუქცევადი ტენდენციის სახე მიიღო. ცალსახად და გადაჭრით უნდა ითქვას, ამგვარი ქმედება და ცნობიერება ანგრევს მართლმადიდებელი ეკლესიის ღერძს, რომელიც მას ამაგრებს და ამტკიცებს, აუკუღმართებს მის ჭეშმარიტ არსს და ეკლესიის წიაღში სპობს ეკლესიური აზროვნების მთავარ პრინციპებს, რადგან ეჭვ ქვეშ აყენებს ეკლესიაში არსებული ირეარქიულობის პრინციპს", - ამბობს მეუფე და დასძენს, რომ სასულიერო პირთაგან ასეთი ქმედებები მრავალგზით უფრო გაზრდილი.
"მუხტით გადადის ადამიანებში და როდესაც სასულიერო პირი თავს უფლებას აძლევს, ამბიონიდან ძალიან მძიმედ (ამას უკვე კრიტიკა აღარ ჰქვია), პირდაპირ გალანძღოს სასულიერო პირი, რა უნდა გაგვიკვირდეს ჩვენ ერისკაცთაგან, ან თუნდაც იმ ადამიანისგან, რომელიც საერთოდ არ არის ეკლესიის შვილი, ვინც მონათლულიც არ არის?!" - განაცხადა მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
ლაშა სარჯველაძე