პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, იურისტი კახა კოჟორიძე ხვალ, იუსტიციის საბჭოსთან აქციას აანონსებს:
"2 ამბავი მაქვს, 1 კარგი და 1 ცუდი. კარგით დავიწყებ: თუ სასამართლოში კლანი დარჩება, საქართველო არ გადაშენდება, ისევ იარსებებს.
ახლა კი ცუდი: უბრალოდ ჩვენ ვიქნებით განუვითარებელი, უსამართლო, მაჩანჩალა, ღარიბი, არასტაბილური, სხვის ხელებში შემყურე ქვეყანა.
ამიტომ მესამე ამბავსაც გეტყვით: ხვალ, 21 იანვარს 10:30 საათზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არის აქცია.
ჩვენი მოთხოვნები ასეთია: კლანი წავიდეს სახლში; მოსამართლეებად დაინიშნონ მხოლოდ კეთილსინდისიერებითა და კომპეტენციით გამორჩეული ადამიანები.
ბევრი იურისტი ვიქნებით, სხვა პროფესიის ადამიანები ასევე იქნებიან - უსამართლობა ყველას გვეხება. შემოგვიერთდით!", - წერს კოჟორი.