ისრაელმა ირანსა და სირიას შეუტია (ვიდეო)

11:19 01-21-2019
624

ისრაელმა, სირიის დედაქალაქთან ახლოს, ირანის რევოლუციური გვარდიის ელიტურ დანაყოფსა და სირიის საჰაერო თავდაცვაზე დარტყმები განახორციელა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაიღუპა 4 ადამიანი.

ისრაელის განცხადებით, სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ წამოიწყეს, რაც ირანის სამხედრო ძალებმა სირიიდან მათი მიმართულებით რაკეტა გაუშვეს.

ისრაელმა რაკეტის ჩამოგდება შეძლო.

ისრაელის თავდაცვამ სირიაში სამხედრო ოპერაციის წამოწყებაზე განცხადება დღეს გააკეთა. სამიზნეები ირანის რევოლუციური გვარდიის ბაზებია, მათ შორის იარაღების საწყობი და დამასკოს საერთაშორისო აეროპორტთან მდებარე დანაყოფი.

ავტორი: მარიამ გიგანი