ხდება საბჭოს წევრების მიზანმიმართული დევნა - გიორგი მიქაუტაძე აქციას ეხმაურება

12:05 01-21-2019
90

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისთვის იურისტების და არასამთავრობო სექტორის პროტესტი მიუღებელია.

საბჭოს შენობასთან გამართულ აქციას ცოტა ხნის წინ გიორგი მიქაუტაძე გამოეხმაურა. მისი შეფასებით ადამიანებს რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ ამოძრავებთ ინტერესი გავლენა იქონიონ საბჭოს მუშაობაზე. ამასთან მიქაუტაძის შეფასებით აქტივისტები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების  მიზანმიმართულ დევნას ახორციელებენ იმ გადაწყვეტილებების გამო რაც კანონის სრული დაცვით იქნა მიღებული.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტები და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები სასამართლო სისტემაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის ორგანიზატორები ყველა მსურველს მოუწოდებენ, ხელი მოაწერონ "მანიფესტს მართლმსაჯულების გადასარჩენად", რომელშიც ისინი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ მოსამართლე წევრების გადადგომას მოითხოვენ, რომლებმაც 2018 წლის დეკემბერში პარლმენტში წარდგენილ მოსამართლეთა სიას დაუჭირეს მხარი.

 

ბექა პატურაშვილი