ხაშურის რაიონში 40 წლამდე მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ სოფელ ცოცხნარაში მოხდა, მამაკაცმა ჭრილობა სანადირო თოფით მიიყენა.
ის მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს. "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, შემთხვევას წინ ოჯახში კონფლიქტი უძღოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო.
მახო მიქელაძე