გორში სასურსათო მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა წუხელ, წმინდაწყლის დასახლებაში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სავაჭრო ობიექტიდან სურსათია მოპარული. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მახო მიქელაძე