ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სიცრუეს უწოდებს გაზეთ ვერსიაში მოყვანილ ფაქტებს, რომ თითქოს მას ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა დეპუტატ ეკა ბესელიას ფარული ჩანაწერები აჩვენა.
ნიკა გვარამია სტატიასთან დაკავშირებით, პრაიმტაიმთან მოკლე კომენტარით სრულიად ტყულია - შემოიფარგლა.
ვერსიის სტატია დღეს გავრცელდა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ეკა ბესელია შესაძლოა დააკავონ. ამ სტატიაში ნიკა გვარამიაც ფიგურირებს, რომელმაც, როგორც გამოცემის წყარო ყვება, კომპრომატების ნახვის შემდეგ, ფეისბუქის პირად გვერდზე ბესელიას გამაფრთხილებელი სტატუსიც გამოაქვეყნა, რომელიც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარისთვის ნათელი სიგნალი იყო, რომ გვარამიამ ყველაფერი იცოდა. ასე პროზაულად დაავერბოვკეს გაუტეხელი “ოცნებამდელი ქოცი“ ეკა ბესელია– ამტკიცებს კონფიდენციალური წყარო.