33 წლის ასაკში გარდაცვლილ ცნობილ ტელეწამყვანს, ლევან ჩხაიძეს მეგობრები და კოლეგები იხსენებენ:
ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია: ამ სამყაროში ყველაზე ძვირფასი მეგობარი მომიკვდა. ყველაზე ძვირფასი და ყველაზე საყვარელი. ჩემი ყველაზე საყვარელი მეგობარი მომიკვდა და მგონია,რომ მეც მოვკვდი
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი: როცა ყველა დაპირისპირება, კონფლიქტი, შური, ბოღმა აზრს კარგავს. რაში ვკარგავთ დროს! ჩვენი კოლეგა, ძალიან კარგი ბიჭი აღარ გვყავს. ჯაკო.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია: ყველას ვუსამძიმრებ ჯაკოს გარდაცვალებას. ყველას, იმიტომ, რომ ყველას დაგვაკლდება, ვისაც კი ერთხელ მაინც გვინახავს, შევხვედრივართ, გავსაუბრებივართ... ძალიან უსამართლოა ასეთი ახალგაზრდა, ნიჭიერი და კეთილი კაცის ასე უდროოდ წასვლა, ძალიან...
ცალკე და საგანგებოდ ვუსამძიმრებ კოლეგებს ტვ პირველიდან ამ უდიდესს ადამიანურ და პროფესიულ დანაკლისს.
ნაციონალური მოძღაობის დეპუტატი ნიკა მელი: დიდი ტკივილია. ჩემი აზრით ყველასგან გამორჩეული ჟურნალისტი თავისი წესიერებითა და თავდაბლობით. გენაცვალე ლევან.
ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი: თავზარდამცემია ასეთი ახალგაზრდა, მებრძოლი,ნიჭით აღსავსე საზოგადო მოღვაწის გარდაცვალება. მაგ ტელეკომპანიაში ერთადერთი ლევან ჩხაიძე იყო ის ჟურნალისტი, რომელიც ბედავდა ჩვენს მიწვევას უმწვავეს თემებზეც კი. სამარადჟამო ნათელში ამყოფოს უფალმა.
tvპირველის საინფორმაციო სასმახურის უფროსი, ტელეწამყვანი დიანა ტრაპაიძე: ჩემი ჯაკო, უსაყვარლესი, უკეთილესი. მიყვარხარ ბიჭო
ტელეწამყვანი ვახო სანაია: ყველაზე დაუჯერებელი ამბავი და საშინელი დღე
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი: ისეთ შოკში ვარ არც კი ვიცი რა დავწერო :( TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი ჩემო მეგობრებო ძალიან ვწუხვარ, გავნადგურდი
შერიგებისა და თანასწორობის მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი: ვუთანაგრძნობ ლევან ჩხაიძის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, ახლობლებს :( საშინელი ტრაგედიაა ამ ახალგაზრდა და ნიჭიერი ჟურნალისტის გარდაცვალება
გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია: მგონია, რომ ძალიან ახლობელი კაცი დავკარგე. ამას ახერხებდა თურმე
ნაციონალური მოძღაობის დეპუტატი ნუგზარ წიკლაური: საუკეთესო, უზადო წესიერების ბიჭი - ძალიან სამწუხაროა ლევანის ამბავი. გული მოგვიკლა ყველას.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ირმა ნადირაშვილი: მე არ ვიცნობდი ჯაკოს ძალიან ახლოს, მაგრამ არც ისეთ ადამიანს ვიცნობ, მასზე ცუდი ეთქვას. ვიზიარებ ოჯახის და მისი ახლობლების მწუხარებას
ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად, თრომბი სახელდება. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იყო წასული.
ლევან ჩხაიძე ბოლოს ტელეკომპანია TV პირველის წამყვანი იყო, მანამდე კი სხადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა.
პრაიმტაიმი მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი კოლეგის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ლევან ჩხაიძის ოჯახს და ტელეკომპანია პირველს.