"შეძრწუნებული ვართ თავზარდამცემი ამბით..." - ტელეკომპანია "პირველი" ლევან ჩხაიძეს ემშვიდობება (ვიდეო)

16:04 01-21-2019
3916

ტელეკომპანია"პირველი" ტელეწამყვან ლევან ჩხაიძეს ემშვიდობება.

"33 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩვენი ჟურნალისტური ოჯახის გამორჩეული წევრი ლევან ჩხაიძე, ახლობლებისთვის - ჯაკო.

მეგობრები შეძრწუნებული ვართ თავზარდამცემი ამბით და ვუსამძიმრებთ ლევანის ოჯახს, კოლეგებს და მაყურებლებს", - აღნიშნულია "ტვპირველის" განცხადებაში. 

ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად, თრომბი სახელდება. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იყო წასული.

ლევან ჩხაიძე ბოლოს ტელეკომპანია "TV პირველის" წამყვანი იყო, მანამდე კი სხადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა.