იაპონიაში, პლანეტის უხუცესი მამაკაცი, მასაძო ნონაკა(Masazo Nonaka), 113 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იაპონური საინფორმაციო წყაროს ცნობით, ნონაკა 20 იანვარს დილით, კუნძულ ჰოკაიდოზე მდებარე, საკუთარ სახლში, ძილში გარდაცვლილი აღმოაჩინეს.
შეგახსენებთ, რომ მასაძო ნონაკა, 1905 წლის 25 ივლისს დაიბადა. მას, შვიდი ძმა და ერთი და ჰყავს, რომლებიც მასთან ახლოს ცხოვრობენ და ხუთი შვილი. 2018 წლის აპრილში, ის, მსოფლოოს უხუცეს მამაკაცად დაასახელეს. მასაძოს ეს ტიტული, მას შემდეგ გადაეცა, რაც ესპანელი უხუცესი, ფრანჩისკო ნუნეს ოლივერი, 2018 წლის 29 იანვარს, 113 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსოფლიოს უხუცესი ქალბატონის ტიტული კი, იაპონელ ქალს, 116 წლის კანე ტანაკას გადაეცა.
პლანეტის უხუცეს ქალბატონად, საფრანგეთის მკვიდრი, ჟან ლუიზ კალმანი სახელდება, რომელიც 122 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იხ. ფოტოები: