აშშ-ში და კანადაში ნიაგარას ჩანჩქერი გაიყინა, რომელიც დედამიწის უკანასკნელი გამყინვარების დროს შეიქმნა (ვიდეორგოლი)

15:09 01-23-2019
1785

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში გავითარებულმა ყინვებმა, ნიაგარის ჩანჩქერის ნაწილის გაიყინვა გამოიწვია.

CNN-ის ინფორმაციით, ყინვა იმდენად ძლიერი იყო, რომ წყლის ნაკადები გაყინა. უკანასკნელი ცნობებით ჩანჩქერი ჯერ ბოლომდე არ გაყინულა, მის სიღრმეში ისევ ისმის წყლის ხმა. 

გაყინული ჩანჩქერს ფოტოები, მოქალაქეებმა, სოციალურ ქსელში გაავრცელეს. 

წყალი იყინებოდა ჰაერში“, „დილა მშვიდობისა, ულამაზესი სანახაობაა“, ჩანჩქერი გაიყინა და არნახული ფოტოები გადავიღეთ“ -  წერენ კომენტარებში.  

შეგახსენებთ, რომ  ნიაგარის ჩანჩქერის გაყინვა იშვიათი მოვლენაა. აქამდე არსებული ცნობებით, ჩანჩქერი მთლიანად, სულ ორჯერ გაიყინა - 1848 და 1912 წლებში. სამი ჩანჩქერისაგან შემდგარი, ნიაგარის ჩანჩქერი — წყალვარდნილთა სისტემაა, რომელიც მდებარეობს აშშ-სა და კანადის სახელმწიფო საზღვარზე. ჩანჩქერები მდებარეობენ, ამერიკის შტატ ნიუ-იორკსა და კანადის პროვინცია ონტარიოს საზღვარზე. ნიაგარის სიახლოვეს მდებარეობს აშშ-ს ქალაქი ბუფალო. ჩრდილოეთ ამერიკის, ყველაზე მაღალი ჩანჩქერის სიმაღლე შეადგენს 52 მეტრს.  იგი უძველეს დროში წარმოიქმნა, მეცნიერები ვარაუდობენ რომ ჩანჩქერი ნიაგარა დედამიწის უკანასკნელ გამყინვარების დროს შეიქმნა. 1848 წლის 29 მარტს, ამ ჩანჩქერზე ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოვლენა მოხდა - ნიაგარის ჩანჩქერი გაჩერდა. ეს გამოიწვია, ამ დღეს არსებულმა, ძლიერმა ქარმა, რომელმაც ერის ტბაში მდებარე ყინული დაძრა. ყინული ტბიდან, მდინარე ნიაგარაზე გადავიდა და უზარმაზარმა მასამ გადაკეტა მდინარე, ქალაქ ბუფალოს სიახლოვეს, ეს მოვლენა დაახლოებით 30 საათს გაგრძელდა.

 

 

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი:

ავტორი: რუსა ღვანიძე