მშობლები, რომლებიც ბავშვებს არ ცრიან, გლობალურ ჯანმრთელობას უქმნიან საფრთხეს

15:42 01-23-2019
187

მშობლები, რომლებიც თავიანთი შვილების აცრაზე უარს ამბობენ, გლობალური ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ.

ამ განცხადებას მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) ავრცელებს.

ორგანიზაცია განმარტავს: „ვაქცინაცია ყველაზე ხარჯ-ეფექტიანი გზაა დაავადების თავიდან ასაცილებლად. იგი ყოველწლიურად 2-დან 3 მილიონამდე ადამიანს იცავს სიკვდილისგან. წითელას შემთხვევები, მსოფლიოს მასშტაბით, 30%-ით გაიზარდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი აუცრელობაა.“

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თქმით, თავდაჯერებულობის ნაკლებობა და უნდობლობა არის იმის მიზეზი, თუ რატომ მერყეობს ხალხი აცრის გაკეთებაზე. ეს კი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული რისკია გლობალური ჯანმრთელობისთვის.

ე.წ. „ანტი-ვაქსერების“ აზროვნების უკეთ გასააგებად სტელენბოსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევა წამოიწყეს. მის მიზანს იმის დადგენა წარმოადგენს, თუ რატომ უჭირს ხალხს ვაქცინის უსაფრთხოების დაჯერება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2019 წლის გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს გრიპის პანდემია. WHO-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ მსოფლიო გრიპის პანდემიის წინაშე კვლავ აღმოჩნდება, თუმცა ჯერ უცნობია როდის.

 

ავტორი: მარიამ გიგანი