სექსი თვითმფრინავში და რამდენიმე პაემანის შემდეგ მოსაწყენი ურთიერთობები - ირაკლი მაქაცარია უკრაინულ პროექტში (ვიდეორგოლი)

18:30 01-23-2019
2356

32 წლის წარმატებული ქართველი ბიზნესმენი და პროდაქშენ კომპანია Maq Entertainment-ის მფლობელი ირაკლი მაქაცარია, რომელიც  უკრაინული პოპულარული შოუს - «Холостяк-6»-ის („უცოლო-6“) და ცეკვავენ ვარსვლავების მთავარი გმირია, ქალბატონებთან სერიოზულ ურთიერთობებზე საუბრობს.

ვარსკვლავთან ინტერვიუ, მაშა ეფროსინინას პროექტში - გამოცდა, სოციალურ ქსელში,  YouTube-ზე გავრცელდა. 

ქალბატონებთან, პრაქრიკულად ყოველთვის ხშირი ურთიერთობები მაქვს. როცა მათთან კავშირი, სერიოზულ ურთიერთობებში არ გადადის, არ ვთვლი, რომ ეს ჩემი ბრალია. რადგან, ადამიანის ურთიერთობებს ორი მხარე აქვს. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ხშირად მაქვს, ურთიერთობები ქალბატონებთან, რამდენიმე პაემანის შემდეგ,  ჩემთვის უინტერესო და მოსაწყენი ხდება - აცხადებს ირაკლი მაქაცარია.   

ინტერვიუში მაქაცარიამ,  სექსთან დაკავშირებულ, პროვოკაციულ კითხვაზეც უპასუხა. ქართველმა ლამაზმანმა აღიარა, რომ მას თვითმფრინავში, ერთ-ერთ ქალბატონთან, ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა. მისთვის, სექსუალური კავშირები - ტაბუდადებული თემაა. 

 

იხ. ფოტოები და ვიდეორგოლი:   

 

ავტორი: რუსა ღვანიძე