ლევან კობერიძე ელის, რომ უმრავლესობა მოსამართლეობის კანდიდატთა სიაზე საერთო დასკვნამდე მივა

11:03 01-24-2019
47

იმედი მაქვს, საერთო დასკვნამდე მივალთ, რომ იუსტიციის საბჭოს ის წევრები, რომელთაც ხმა მისცეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას, თავის ნებით გადადგებიან და თანამდებობას დატოვებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან კობერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე ბევრ შინაარსობრივ საკითხზე იქნება მსჯელობა.

„იმედი მაქვს, საერთო დასკვნამდე მივალთ, რომ იუსტიციის საბჭოს ის წევრები, რომელთაც ხმა მისცეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას, თავის ნებით გადადგებიან და თანამდებობას დატოვებენ. უნდა შევჯერდეთ, რომ ეს ადამიანები იუსტიციის საბჭოში არ უნდა იყვნენ, რადგან ხელს უშლიან სამართლიანი სასამართლოს ფორმირებას“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.