ცხრა წლის ვაჟის გაუპატიურებაში მსჯავრდებულმა რუსთავის ციხეში თვითმკვლელობა სცადა?! (ვიდეო)

11:29 01-24-2019
3286

ცხრა წლის ვაჟის გაუპატიურებაში მსჯავრდებულმა ვ.მ-მ რუსთავის N6-ე დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა.

ამის შესახებ “პრაიმტაიმს” მისმა ადვოკატმა მზია თოდუამ განუცხადა. მისი თქმით, ვ.მ-ს რეალურად დანაშაული არ ჩაუდენია და ის 2016 წელს უკანონოდ დააკავეს. ადვოკატს ამის არგუმენტად ექსპერტიზის დასკვნა მოჰყავს, რომლის თანახმად, გაუპატიურების ფაქტი არ დასტურდება.

36 წლის ვ.მ სამართალდამცავებმა 2016 წლის თებერვალში სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით დააკავეს, რაც გაუკუღმართებული ფორმით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს. სასამართლომ ვ.მ-ს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პენიტენციურ სამსახურში ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. პრაიმტაიმს უწყებაში განუცხადეს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოში მსჯავრდებულს არათუ თვითმკვლელობის მცდელობა არ ჰქონია, არამედ თვითდაზიანებაც არ მიუყენებია.