„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისთან, უმრავლესობის სხდომის პარალელურად, რამდენიმე აქცია ერთდროულად მიმდინარეობს.
ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას და მისთვის მათი პრობლემების გაზიარებას ითხოვენ.
„სახალხო ტრიბუნების“ პრეზიდენტი, მამისა ჯაფარაშვილი ამბობს, რომ ერთადერთი საცხოვრისიდან ადამიანების გამოსახლებები უნდა შეჩერდეს. ასევე, უნდა შეიქმნას ფონდი, რომელიც დაზარალებული მოქალაქეების პრობლემების გადაჭრას დაიწყებს. ადგილზე იმყოფებიან, „ბავშჳთა სამყაროს“ დაზარალებულებიც. აქ მყოფი მოქალაქეები ამბობენ, რომ სახელმწიფო მათ პრობლემას არაფრად აგდებს, რაც დაუშვებელია. აუცილებელია პარტიის თავმჯდომარე მათ პრობლემებს გაეცნოს. იგივე პრობლემა აქვთ, შპს „საქართველოს“ მიერ დაზარალებულ მეანაბრეებსაც.
ნინა რაზმაძე