რატომ არ გადაასვენა ექსპერტიზის ბიუროდან 4 წლის გოგონას ცხედარი მამინაცვალმა ამ დრომდე სახლში?

11:54 01-24-2019
854

4 წლის გოგონას ცხედარი ამ დრომდე ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რჩება. გარდაცვლილი ბავშვის მამინაცვალი პრაიმტაიმთან საუბარში ამბობს, რომ ცხედრის გადმოსვენება სურს, თუმცა მას ამის უფლებას ჯერ არ აძლევენ. 

საპირისპიროს აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების პრესსამსახურში პრაიმტაიმს განუცხადეს, რომ 4 წლის გოგონას ცხედრის გადასვენება ოჯახს ჯერ კიდევ გუშინ შეეძლო, თუმცა ამ დრომდე მის წასაყვანად ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არავინ მისულა.

შეგახსენებთ, რომ 4 წლის გოგონას სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს რა გახდა ბავშვის გარდაცვალების რეალური მიზეზი. პასუხები თვენახევარში გახდება ცნობილი.

ავტორი: თამარ ტომარაძე