"შოკოლადის გეორგინა" - ნაომი კემპბელი "Valentino" - ს 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე

12:44 01-24-2019
366

1990-იანი წლების ცნობილმა ბრიტანელმა სუპერმოდელმა, ნაომი კემპბელმა, მონაწილეობა მიიღო იტალიური სამოდელო სახლის Valentino-ს 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე.  

მაღალი მოდის კვირეულის ჩვენება, პარიზში გაიმართა. დეფილეს დახურვა, წილად ხვდა ბრიტანელ სუპერმოდელს. ნაომი პოდიუმზე, Valentino-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის, პიერპაოლო პიჩოლის ხელოვნების ნიმუშებით პოზირებდა. 

48 წლის ლამაზმანი, შავი ფერის გამჭირვალე სამოსში, ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. სამოსმა, დაიმსახურა სახელწოდება შოკოლადის გეორგინა. კემბელი, მოშიშვლებული მკერდით, პოდიუმს ამშვენებდა. 

მადლობელი ვარ, რომ ამ წარმოუდგენელი და ჯადოსნური სანახაობის მონაწილე გავხდი - წერს ნაომი ინსტაგრამზე.

იხ. ფოტოები:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე