ჯასტინ ბიბერმა და ჰეილი ბოლდუინმა, ქორწილის ცერემონია მესამედ გადადო

14:57 01-24-2019
892

ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი, ნიუ-იორკში გასული წლის სექტემბერში,  ოფიციალურად დაქორწინდნენ. ცნობილია, რომ მოდელი, ქმრის გვარზე გადავიდა, რაც ჰოლივუდის ისტორიაში იშვიათი შემთხვევაა. იმავე წელს, ქორწილის ცერემონიაც კი დაგეგმეს, მაგრამ ცხადია, რომ წყვილს, პრობლემები შეექმნა და დღესასწაულის დრო, გაურკვეველი ვადით გადადეს. 

რამდენიმე ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქორწილის ცერემონია, 2019 წლის 28 თებერვალს დაინიშნა. ცერემონიაზე, 300-მდე სტუმარი იყო მიწვეული. მათ შორის კაილი ჯენერი, ტრევის სკოტი, რეპერი დრეიკი, კენდალ ჯენერი და სხვა ცნობილი ვარსკვლავები. 

რამდენიმე ხნის წინ, წყვილმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ცერემონიის დღე, კვლავ გადაიდო - მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.

ინსაიდერების ინფორმაციით, ჯასტინმა და ჰეილიმ, ქორწილის დღე, მესამედ გადადეს. 

წყვილის თაყვანისმცემლების ინფორმაციით, სავარაუდოდ მომღერალს და მოდელს, დაქორწინება აღარ სურს. 

შეგახსენებთ, რომ ჰეილი ბოლდუინი, ამერიკელი მსახიობის ალეკ ბოლდუინის ძმისშვილია. მისი და ბიბერის რომანის შესახებ, ივნისის თვეში გახდა ცნობილი . ჯასტინ ბიბერის ყოფილი შეყვარებული, სელენა გომესი იყო. 

იხ. ფოტოები:

ავტორი: რუსა ღვანიძე