ივანიშვილი ცდილობდა ყველასთვის მოესმინა, მაგრამ ყველამ საკუთარი აზრის გამოთქმა ვერ მოასწრო - ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, სხდომა "ქართულ ოცნებაში" ხვალ გაგრძელდება.
ქუცნაშვილის განცხადებით, სხდომაზე რომელიმე დეპუტატი გარიცხვის საკითხი არ დამდგარა. გარდა ამისა, ქუცნაშვილი ამბობს,რომ განსხვავებული აზრი მხოლოდ ეკა ბესელიას არ აქვს.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყველას აზრს ისმენდა და ცდილობდა გამაერთიანებლის როლი შეესრულებინა.
„ეკა ბესელია არ არის ერთადერთი, რომელსაც აქვს საკუთარი აზრი, ამიტომ ნუ მივაკუთნებთ ამ თემას ეკა ბესელიას. ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ ის არ დაზოგავს დროსა და ენერგიას, რომ საზოგადობასთან და გუნდთან მოხდეს შეთანხმება, ის იქცეოდა დღეს როგორც გამაერთიანებელი ლიდერი, რომელიც ცდილობდა მოესმინა ყველასთვის ვინც საკუთარ აზრს გამოთქვამდა,“-ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.