ვინ არის სელენა გომესის ახალი შეყვარებული - "ხშირად მოგზაურობენ და ყოველგვარი ალკოჰოლის გარეშეც კი ბედნიერები არიან"

17:19 01-24-2019
852

სელენა გომესი, ჯასტინ ბიბერის ნიშნობის გამო, სავარაუდოდ აღარ ნერვიულობს.  როგორც ჩანს, მომღერალს, ახალი სასიყვარულო რომანი აქვს!

გამომცემლობა HollywoodLife-ის ინფორმაციით, გომესი, 22 წლის ოსტინ ნორტიზეა შეყვარებული. წყვილმა, ერთმანეთი 2018 წლის ბოლოს გაიცნო. გასული წელი, სელენასთვის საკმაოდ მძიმე იყო. ოსტინის გამოჩენა, მომღერლის პირად ცხოვრებაში, დროული და საჭირო იყო. გაცნობიდან რამდენიმე დღეში წყვილი, ტურისტულ მოგზაურობაში, ერთად გაემგზავრა. სელენას მეგობრების ინფორმაციით, ეს მისგან  საკმაოდ წარმატებული ნაბიჯი იყო. ცნობილია, რომ ჯასტინი და სელენა ერთად, ძირითადად სხვადასხვა ტაძრებში მოგზაურობდნენ. 

ფოტოებზე სელენა, საკმაოდ ბედნიერი ჩანს. უკვე ნათელია მიზეზი, თუ რატომ გამოიყურებოდა სელენა, ჯასტინთან ურთიერთობის დროს, ყოველთვის მიწყენილი და გადაღლილი! გომესის ბოიფრენდი, რომელიც საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურება, პროფესიით მსახიობია და Disney-ს ფილმებშიც კი იღებს მონაწილეობას. სელენას მეგობრები, აღფრთოვანებულები არიან, სელენას არჩევანით. 

ისინი ხშირად მოგზაურობენ და ყოველგვარი ალკოჰოლის გარეშეც კი, საოცრად ბედნიერები არიან. ვინ იცის როგორ გაგრძელდება მათი ურთიერთობები?! - ამბობს ინსაიდერი.

სავარაუდოდ, სელენა ამ ეტაპზე, თავს  ბედნიერად გრძნობს და მისი პირადი ცხოვრება, ახალ სიყვარულთან ერთად, უფრო ნათელი და საინტერესო იქნება!

იხ. ფოტოკოლაჟი:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე