კიბოსთან ბრძოლის ახალი მეთოდი: მეცნიერები სიმსივნური უჯრედების დაზიანებას და განადგურებას შეძლებენ

18:03 01-24-2019
1964

მეცნიერები სრულიად ახალ მედიკამენტზე მუშაობენ, რომელსაც კიბოს უჯრედების ზრდის შეჩერებისა და მათი განადგურების პოტენციალი აქვს.

კალიფორნიის შტატში მდებარე USC Michelson Center-ის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა და აღმოაჩინეს, რომ შესაძლებელია ადამიანის სხეულის დღიური რიტმის კიბოს წინააღმდეგ გამოყენება.

მეცნიერები განმარტავენ, რომ ძილისა და ადამიანის დღიური რიტმის სხვა ელემენტების დარღვევა ჯანმრთელობისთვის საზიანოა. იგივე შეიძლება ითქვას თავად უჯრედების დღიური რიტმის დარღვევაზეც. შესაბამისად, თუკი მეცნიერები შეძლებენ, რომ კიბოს უჯრედებისბიოლოგიური საათიდაარღვიონ, მაშინ არსებობს კიბოს უჯრედების დაზიანებისა თუ მათი განადგურების პოტენციალი.

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ბაზაზე მომუშავე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოლეკულა სახელად GO289 მოქმედებს იმ ფერმენტზე, რომელიც უჯრედების დღიურ რიტმს აკონტროლებენ. მედიკამენტისა და ცილის ასეთი კავშირი შემდეგ ხელს უშლის ოთხი სხვა ცილის ფუნქციონირებას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უჯრედის ზრდასა და სიცოცხლისუნარიანობაში.

GO289- აქვს პოტენციალი, დაახშოს კიბოს უჯრედებისბიოლოგიური საათიდა შეანელოს მათი მუშაობის ციკლი.

მეცნიერები ოპტიმისტურად არიან განწყობილი, რომ ეს ახალი მიგნება ეფექტური იარაღი აღმოჩნდება კიბოს გასანადგურებლად.  

კვლევა თაგვებზე, კერძოდ ღვიძლის კიბოს უჯრედებსა და ლეიკემიის მწვავე ფორმაზე ჩატარდა. შედეგები 23 იანვარს ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

ავტორი: მარიამ გიგანი