ლევან გოგიჩაიშვილი: იმედი მაქვს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი 2024 წლამდე შეჩერდება

12:48 01-25-2019
57

იმედი მაქვს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი 2024 წლამდე შეჩერდება, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, აღნისნული საკითხიც განიხილება უმრავლესობის სხდომაზე. 

"ჩვენ გუშინ გავაკეთეთ ყველაფერი, მოვიყვანეთ ყველა არგუმენტი, გამოვხატეთ ჩვენი მოსახლეობის დაკვეთა გუშინდელ უმრავლესობის სხდომაზე, სადაც ძირითადი აქცენტები იყო გაკეთებული სასამართლოს მომავალზე. ჩვენ ვთვლით, ადამიანები, რომლებიც სააკაშვილი-ადეიშვილის რეჟიმს ემსახურნენ, ნებისმიერ პირობებში, მნიშვნელობა არ აქვს იყვნენ იმ სისტემაში, მოსწონდათ, ხელფასს იღებდნენ, არ აპროტესდებდნენ, ეს ადამიანები ახალი უზენაესი სასამართლოსთვის უვადოდ განსაწესებლად არიან შეუფერებლები. ეს პრინციპი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ასევე, საკითხი იყო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ და მე დიდი იმედი მაქვს,  რომ სასამართლო გააჩერებს ამ პროცესს 2024 წლამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი" - განცხადა გოგიჩაიშვილმა და აღნიშნავს, რომ ეს საკითხი განიხილება.