შესწორება: საკუთარი დედის მიერ 4 თვის ბავშვის ცემის ფაქტი, რუსეთში, ადიღეს რესპუბლიკაში დაფიქსირდა

15:17 01-25-2019
159

პრაიმტაიმის მიერ, რუსულ მედიაზე დაყრდნობით დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში უზუსტობა დაფიქსირდა.

კერძოდ, დედის მიერ 4 თვის ბავშვის ცემის ფაქტის შესახებ ინფორმაცია, ადიღეს რესპუბლიკის ნაცვლად მიეთითა ადიგენის რესპუბლიკა, რამაც ჩვენი მკითხველების ნაწილში გაუგებრობა გამოიწვია და აღქმული იქნა ისე, თითქოს ფაქტი საქართველოში მოხდა.

განვმარტავთ, რომ დედის მიერ, ჩვილის ცემის ფაქტი დაფიქსირდა რუსეთში, კერძოდ ადიღეს რესპუბლიკაში.


 

ავტორი: რუსა ღვანიძე