კანადაში მუშაობის და ცხოვრების შანსი: დასახელდა რეგიონები, რომლებიც ემიგრანტებისთვის ღიაა

15:40 01-25-2019
40207

კანადის მთავრობამ იმიგრაციის ხუთწლიანი საპილოტე პროგრამა წარადგინა. აღნიშნული გეგმის თანახმად, ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, კანადის ჩრდილოეთ  და დასავლეთ ნაწილში, ასევე სასოფლო დასახლებებში ემიგრანტებს მიიღებენ.

გეგმა ხელს შეუწყობს და გაამარტივებს მუდმივი ბინადრობის მოწმობის გაცემას ისეთ ემიგრანტებზე, რომლებიც თავისი საქმის კარგი სპეციალისტები არიან.

კერძოდ, ემიგრანტების მოზიდვა იგეგმება შემდეგ პროვინციებსა და ტერიტორიებზე:

ონტარიო

მანიტობა

სასკაჩევანი

ალბერტა

ბრიტანული კოლუმბია

იუკონი

ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიები

ნუნავატი

ჩამოთვლილ პროვინციებში არსებულ თითოეულ თემში 3000-მდე ემიგრანტის მიღება იგეგმება, ან 100 ემიგრანტის, რომელთაც თავიანთი ოჯახის წევრებიც ახლავთ.

სამუშაო ასაკის ემიგრანტების მოზიდვით, კანადა ცდილობს აღნიშნულ რეგიონებში ეკონომიკური მდგომარეობა გააუმჯობესოს და სამუშაო ბაზარი გაამრავალფეროვნოს.

ახალი საიმიგრაციო გეგმის ფარგლებში, კანადა მომდევნო 3 წლის განმავლობაში 1 მილიონზე მეტ ემიგრანტს მიიღებს. კერძოდ, 2019 წლიდან 2021 წლამდე, კანადის კარი  1 080 000 ემიგრანტისთვის იქნება ღია. 

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, კანადაში სამუშაოდ წასვლის მსურველებს, შეუძლიათ შეავსონ სპეციალური ფორმა კანადის სავიზო საიტზე.

ავტორი: მარიამ გიგანი