"გვსურს, რომ ეს ამბავი, სიურპრიზად დარჩეს" - სასექსის ჰერცოგინიას პირველი კომენტარი ფეხმძიმობასთან დაკავშირებით

17:19 01-25-2019
1354

რამდენიმე დღის წინ, მეგან მარკლი და პრინცი ჰარი, დიდხნიანი პაუზის შემდეგ,  საზოგადოებაში, ერთად გამოჩნდნენ. წყვილი, მოგზაურობიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. 37 წლის ჰერცოგინიამ, ფეხმიმობის დეტალებზე, პირველად გააკეთა კომენტარი.

ფეხმძიმობის მეექვსე თვეში ვარ და აპრილის ბოლოს, პატარას დაბადებას ველოდებით. ბავშვის სქესი, ამ ეტაპზე უცნობია. გვსურს, რომ ეს ამბავი,  სიურპრიზად დარჩეს - ამბობს მეგანი. 

მეგანმა, ასევე აღნიშნა, რომ ხშირად ბავშვები, დროზე ადრე იბადებიან და ამიტომ  ცდილობს, რომ წყნარ გარემოში, მშვიდად დაელოდოს მშობიარობას.

თაყვანისმცემლების ნაწილი ფიქრობს, რომ ბავშვი შესაძლებელია, ელისაბედ მეორის დაბადების დღეზე - 21 აპრილს დაიბადოს, რადგან მეგანის და ელისაბედ მორეს დედის, ელისაბედ ბოუზ-ლიონის დაბადების დღე - 4 აგვისტო, ერთმანეთს ემთხვევა.  

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 23 აპრილს, ბრიტანეთის სამეფო ოჯახს, უილიამმა და ქეითმა, კიდევ ერთი მემკვიდრე, პრინცი ლუი აჩუქეს.

იხ. ფოტოები:  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე