„საქართველოს ვარსკვლავს“ პირველ ტურში ორი კონკურსანტი გამოეთიშა

10:07 01-27-2019
491

მეგაპროექტ  “საქართველოს ვარსკვლავს” პირველ ლაივშოუზე ორი კონკურსანტი გამოეთიშა. აუთსაიდერებს შორის: მარიამ კახელიშვილი, ბესო ნემსაძე და ნინი ცნობილაძე მოხვდნენ. აქედან ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობა ბესო ნემსაძემ და მარიამ კახელიშვილმა მიიღეს.

,,ევროვიზიის საგზურისთვის '' ბრძოლას კი, უკვე რვა კონკურსანტი გააგრძელებს. 

 

ხმის მიცემა შეუძლიათ მაგთის, ჯეოსელისა და ბილაინის აბონენტებს. ასევე, პირველად ქართული შოუების ისტორიაში, მაყურებელს შესაძლებლობა ეძლევა, საკუთარ რჩეულს მხარი სრულიად უსასყიდლოდ, ფეისბუქმესენჯერის საშუალებით დაუჭიროს.

ხმის მიცემა „ფეისბუქის“ საშუალებით, უფასოდ, 12 საათში ერთხელ შეგეძლებათ.

ხმის მიცემის წესი შემდეგია:

კომპიუტერით, სმარტფონით ან პლანშეტით უნდა შეხვიდეთ „ფეისბუქზე“, მოძებნოთ „საქართველოს ვარსკვლავის“ ოფიციალური ვერიფიცირებული გვერდი, უნდა გახსნათ „მესინჯერი“ და კონკურსანტების ჩამონათვალში მონიშნოთ თქვენი ფავორიტი კონკურსანტის სახელი და გვარი, შემდეგ დააჭიროთ „ხმის მიცემას“ და თქვენი ხმა მიღებულია.

თქვენს რჩეულს მინიჭებულ ნომერზე შეგიძლიათ დაურეკოთ ან დაუმესიჯოთ „ჯეოსელისა“ და „მაგთის“ აბონენტებმა შეუზღუდავი რაოდენობით. ზარის ღირებულება 50 თეთრია.

ხმების დათვლისას ჯამდება თითოეული კონკურსანტის ზარები, მოკლე ტექსტური შეტყობინება და „ფეისბუქით“ მიღებული ხმები. თითოეულ მიღებულ ხმას აქვს ერთი და იგივე ძალა.