იუსტიციის საბჭოში უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება რამდენიმე წუთში დაიწყება

12:00 01-28-2019
50

იუსტიციის საბჭოში სხდომა მიმდინარეობს, რომლის შემდეგ უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყება. საბჭოს წევრები დღეს ოთხ კანდიდატს გაესაუბრებიან, მათ შორის არის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.

გასაუბრების წარმატების დასრულების შემდეგ გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლე გახდება. მას განაცხადი ორ ვაკანტურ ადგილზე - თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში აქვს შეტანილი. გასაუბრების პროცესი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართება.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა შერჩევის მიზნით კონკურსი გასული წლის ოქტომბერში გამოაცხადა. 43 ვაკანტურ ადგილზე განაცხადი მოსამართლეობის 80 მსურველ კანდიდატს აქვს შეტანილი. აქედან 21 ყოფილი მოსამართლეა (17 მოსამართლე 10-წლიანი გამოცდილების მქონე), 1 უზენასი სასამართლოს მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლეა, 10 იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული, 17 კი სამწლიანი გამოცდილების მქონე კონკურსანტია.