NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა, რომელსაც შეხება ჰქონია პოლიციასთან, რეაგირებით კმაყოფილია

12:26 01-28-2019
58
თეგები: NDIპოლიცია

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 67% პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI-მ და CRRC–საქართველო მედია-მ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარმოადგინა. კვლევა ასევე ეხება კრიმინალისა და პოლიციის მიმართ საზოგადოებაში არსებულ განწყობებს. 

ამ მიმართულებით, აღსანიშნავია, რომ პოლიციის საქმიანობას გამოკითხულთა 67% დადებითად აფასებს, ხოლო  უარყოფითად მხოლოდ 21%. 

რაც შეეხება, ზოგადად, კრიმინოგენული კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებას გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მდგომარეობა ან იგივე დარჩა ან გაუმჯობესდა (50 %), ხოლო ნაკლები მიიჩნევს, რომ გაუარესდა(43%). 

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა, რომელსაც შეხება ჰქონია პოლიციასთან, პოლიციის რეაგირებით კმაყოფილია. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი შინაგან საქმეთა სამინისტროს (გიორგი გახარიას) საქმიანობას ძალიან კარგად და კარგად აფასებს (47%). 

აღსანიშნავია, რომ მათთვის და მათი ოჯახებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დასახელებულ საკითხებს შორის, კრიმინალი მე-11 ადგილზეა და წინ უსწრებს ისეთი საკითხები როგორიცაა, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა, სამუშაო ადგილები და სხვ.