საია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის და უვადო მოსამართლეობის კანდიდატის, გიორგი მიქაუტაძის კეთილსინდისირებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
საიას იურისტმა, ეკა ციმაკურიძემ დღეს საბჭოს წევრებს მიმართა წერილით, რომ მიქაუტაძის უვადო მოსამართლედ განხილვის პროცესში აუცილებლად გაითვისწინონ საქმე, რომელიც მიქაუტაძისა და თამარ ხაჭაპურიძის სასამართლო დავას ეხება. მისი განცხადებით, ეს ფაქტი არღვევს მოსამართლედ განმწესების მთავარ კრიტერიუმს, - კეთილსინდისიერებას.
კერძოდ, მისი ინფორმაციით, საქმე ეხება 2016 წლის აგვისტოში ზღვაზე მომხდარ ინციდენტს. რა დროსაც თამარ ხაჭაპურიძესა და გიორგი მიქაუტაძეს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას. საია-ს ინფორმაციით, მიქაუტაძემ ხაჭაპურიძეს შეაგინა. 13 წლის ვაჟმა დედის დაცვა სცადა, რის პასუხადაც უვადო მოსმართლეობის კანდიდატმა, მოზარდს დაარტყა. შემთხვევის შემდეგ თამარ ხაჭაპურიძემ მიქაუტძის წინააღმდეგ პროკურტურაში სარჩელი შეიტანა. თუმცა, გამოძიება ამ დრომდე დასრულებული არ არის. სარჩელი თამარ ხაჭაპურიძის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი აქვს თავად გიორგი მიქაუტაძესაც. გამოძიება მოსამართლეზე თავდასხმის მუხლით დაიწყო, რაც 7 -იდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა ეს მუხლი, შემდეგ, შედარებით მსუბუქი, ხულიგნობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. საბოლოოდ პირველი ინსტანციის სასამართლომ თამარ ხაჭაპურიძეს 3 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ამჟამად თამარ ხაჭაპურიძე ბრიტანეთში ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობს. განაჩენი მას გასაჩივრებული აქვს და მესამე ინსტანციის გადაწყვეტილებას ელოდება.