ჯენიფერ ენისტონი მალე დედა გახდება?! - "საკმაოდ რთული გზა გავიარე, სამედიცინო და ემოციური კუთხით"

14:15 01-28-2019
662

ჰოლივუდის ვარსკვლავი, 49 წლის ჯენიფერ ენისტონი, ოფიციალურ ქორწინებაში, ორჯერ იმყოფებოდა და ორივე, განქორწინებით დასრულდა - 2005 წელს, მსახიობი, პირველ მეუღლეს, ბრედ პიტს დაშორდა, ხოლო 2018 წელს, ჯასტინ ტერუს. სანდო წყაროს ინფორმაციით, განქორწინების მიზეზად, დასახელდა ის ფაქტი, რომ ჯენიფერს, არ სურდა შვილის გაჩენა.  

საზოგადოება არასწორად ფიქრობს, თითქოს ჯენის, არ შეუძლია მამაკაცების დაჭერა, ან არ სურს შვილის გაჩენა, რადაგან ის ეგოისტი და კარიერისტია. გარდა ამისა, ფიქრობენ, რომ გული მაქვს გატეხილი, რაც არასწორია. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ გული არ მაქვს გატეხილი, მეორე რიგში, კი ეს ინფორმაცია, ოცნების დონეზეა. არ იციან, რა ხდება კადრს მიღმა, არავინ ფიქრობს, რომ ეს თემა ჩემთვის და ჩემი პარტნიორისთვის რამდენად დელიკატურია. მათ არ იციან, რაოდენ რთული გზა გავიარე, სამედიცინო ან თუნდაც, ემოციური კუთხით... ყველა ქალბატონის სურვილია, დედა გახდეს, მაგრამ თუ არ ფეხმძიმდებიან, ითვლებიან, როგორც წუნდებულები. როგორც ჩანს, ჩემი ბედისწერაა - არ გავმრავლდე. იქნებ, სხვა მისია მაქვს დაკისრებული? - ამბობს ჯენიფერი, InStyle-თან ინტერვიუში.

სავარაუდოდ, მსახიობმა აზრი შეიცვალა - ტაბლოიდების ინფორმაციით, ჯენიფერმა, გოგონას შვილად აყვანა გადაწყვიტა, რომელიც მექსიკიდან უნდა ჩამოიყვანოს. ვარსკვლავმა, ბავშვთა სახლს, უკვე ორჯერ მიმართა.

საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები!

იხ. ფოტოები:

 

   

 

ავტორი: რუსა ღვანიძე