ჯენიფერ ლოპესის 10 დღიანი დიეტა- მომღერალმა ახალი ინტერნეტ-გამოწვევა წამოიწყო (ვიდეო)

14:50 01-28-2019
1164

ჯენიფერ ლოპესმა 10 დღიანი დიეტა წამოიწყო, მან „ინსტაგრამის“ მეშვეობით ჯერ თავისი მეგობრები გამოიწვია, შემდეგ კი თავისი 85 მილიონზე მეტი ფანი.

ვიდეო-მიმართვა მომღერალმა თავის სასიყვარულო პარტნიორთან, სპორტსმენ  ალექს როდრიგესთან ერთად გააკეთა.

გამოწვევა ასეთია: 10 დღე შაქრის და ნახშირწყლების გარეშე.

ჯენიფერ ლოპესი თავისი დიეტის მე-4 დღის ფოტოსაც ავრცელებს წარწერით: „დღე 4, თავს უკეთ ვგრძნობ. ვინ არის ჩემთან ერთად?“

 სპორტულ სამოსში გამოწყობილ მომღერალს ფანები უკომენტარებენ, რომ იგი 20 წლის გოგოსავით გამოიყურება.

49 წლის ჯენიფერ ლოპესის გამოწვევას ასობით ადამიანი აყვა. მომღერლის ფანებმა 10 დღით უარი თქვეს ყველა სახის ნახშირწყალზე.

ავტორი: მარიამ გიგანი