ამ წუთებში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლეობის კანდიდატთან, გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს.
გასაუბრებაზე საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი დაინტერესდა, სად და რა ვითარებაში მოხდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის შედგენა და პირადად მან ვისგან მიიღო შეთვაზება კანდიდატობაზე. გიორგი მიქაუტაძის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია საბჭოს მოსამართლე წევრების ერთ-ერთ შეხვედრა გადაწყდა და შეთავაზებაც ამ შეხვედრაზე მიიღო.
ნაზი ჯანეზაშვილის რეპლიკაზე, თუ რატომ არ ესწრებოდნენ ამ შეხვედრას საბჭოს არამოსამართლე წევრები და რამდენად ჰქონდა ასეთ შეხვედრას ლეგიტიმაცია, გიორგი მიქაუტაძემ მიუთითა, რომ მსგავს შეხვედრებს საბჭოს სხდომების მიღმა, არამოსამართლე წევრებიც აწარმოებენ, ამაში არაფერია უცნაური და ასეთ შეხვედრას სრული ლეგიტიმაცია ჰქონდა.
თაკო ტომარაძე