"ვიდეო, რომელიც "იუთუბზე" დევს, დამონტაჟებულია" - გიორგი მიქაუტაძე თამარ ხაჭაპურიძესთან კონფლიქტს იხსენებს

15:38 01-28-2019
234

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს და უვადო მოსამართლეობის კანდიდატს  გასაუბრებაზე განმარტებების გაკეთება 2016 წლის ინციდენტზე მოუხდა.

გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ 2016 წელს გინიოში თამარ ხაჭაპურიძის მხრიდან მასზე განხორციელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მიუხედავად იმისა, რომ ის შეეცადა კონფლიქტს გარიდებოდა და წყალში შევიდა, მიქაუტაძის განმარტებით, ხაჭაპურიძე მის მეუღლესთან და შვილთან ერთად დაედევნა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

მიქაუტაძისვე განმარტებით, კონფლიქტის დროს მასთან ერთად მისი მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ. კადრები კი, რომელიც იუთუბიზე გამოქვეყნდა, დამონტაჟებულია და სრულ სურათს არ ასახავს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისა და უვადო მოსამართლეობის კანდიდატის განმარტებით, მიზეზი, რის გამოც თამარ ხაჭაპურიძე დაუპირისპირდა, უკავშირდება 2015 წლის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მან როგორც მოსამართლემ, თამარ ხაჭაპურიძეს მართვის მოწმობა ჩამოართვა. 

 

თაკო ტომარაძე