"ჯორჯიან მანგანეზმა" ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროს ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანებისათვის სპეციალური ავტოსამრეცხაო გახსნა

15:40 01-28-2019
163

კომპანია ჯორჯიან მანგანეზის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დარკვეთის მაღაროს ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანების სპეციალური ავტოსამრეცხაო გაიხსნა. ამიერიდან მანგანუმის მადნით დატვირთული ყველა ავტომანქანა, რომელიც დარკვეთის ტერიტორიაზე მუშაობს, გზას მხოლოდ გარეცხვის შემდეგ გააგრძელებს, რაც საწარმოო მოედნებიდან ქალაქის ცენტრალურ გზებზე ტალახის გავრცელებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ახლადგახსნილი ავტოსამრეცხაო, ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, გივი მოდებაძემ დაათვალიერა. როგორც მან აღნიშნა, ადგილობრივი ხელისუფლება კომპანიასთან ერთად აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ქალაქი უფრო სუფთა იყოს. 

ჯორჯიან მანგანეზი ასეთი ავტოსამრეცხაოს მოწყობას უახლოეს პერიოდში კიდევ 7 სხვადასხვა ადგილზე გეგმავს.