ელისაბედ II-მ სამეფო კარის პროტოკოლი დაარღვია

18:19 01-28-2019
1614

სასექსის ჰერცოგინია, მეგან მარკლი, სამეფო კარის პროტოკოლის დარღვევაში, რამდენჯერმე იქნა შემჩნეული. მაგალითად, ხშირად ხმარობს შავი ფერის ლაქს, იკეთებს მკვეთრ მაკიაჟს, პუბლიკის წინაშე ეამბორება პრინც ჰარის. სამეფო ოჯახის წარმომადგენელთათვის მიუღებელია ისეთი სამოსის ჩაცმა, რომელშიც მოშიშვლებული მხრები ჩანს. აღსანიშნავია, რომ მეგან მარკლს ქორწილშიც მსგავსი სტილის კაბა ეცვა.

მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ქორწილიდან ერთ კვირაში, ცნობილი გახდა, რომ მარკლი, სამეფო ეტიკეტის შესწავლის კურსს გაივლის. პრესა, აქტიურად წერდა ასევე, იმ აკრძალვების შესახებ, რომელიც მარკლს, ელისაბედ მეორემ დაუწესა.

სასექსის ჰერცოგინია, პროტოკოლის დარღვევის გამო, ხშირად აკრიტიკებდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სამეფო ოჯახის, კიდევ ერთმა წევრმა დაარღვია წესი. 

პორტალ people-ს ინფორმაციით, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა შეამჩნიეს, რომ ამ ეტაპზე, სამეფო კარის პროტოკოლი, თვით ელისაბედ მეორემ დაარღვია. 

92 წლის დედოფალმა, ელისაბედ II-მ, სანდრინჰემის ქალთა ინსტიტუტის, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ კონფერენციაზე, დიდი ბრიტანეთის მიერ, ევროპული კავშირის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ, კომენტარი გააკეთა.

სამეფო კარის პროტოკოლის მიხედვით, ელისაბედ II-ს, პოლიტიკური კითხვა-პასუხთან დაკავშირებით, უნდა გაეთვალისწინებია მკაცრი ნეიტრალური პოზიცია და არანაირი კომენტარი, არ უნდა გაეკეთებინა! 

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოები:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე