"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევა მედიაში მიმდინარე ტენდენციებსაც მოიცავს.
გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ "რუსთავი 2" ხშირად ავრცელებს დეზინფორმაციას, 37% ფიქრობს, რომ ზოგჯერ ავრცელებს დეზინფორმაციას; 12% ფიქრობს, რომ "რუსთავი 2" არასდროს ავრცელებს დეზინფორმაციას; 26%-მა არ იცის, 1%-მა კი უარი თქვა პასუხზე.
რაც შეეხება ტელეკომპანია "იმედს", გამოკითხულთა 10% ამბობს, რომ "იმედი" ხშირად ავრცელებს დეზინფორმაციას, 46% - ზოგჯერ, 17% - არასდროს, 26%-მა არ იცის, 1%-მა კი უარი თქვა პასუხზე.
"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) კვლევის საველე სამუშაო, საქართველოს მასშტაბით, 6-20 დეკემბრის პერიოდში ჩაატარა და პირისპირ ინტერვიუს სახით, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 2 205 ადამიანი გამოკითხა. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.
NDI საქართველოს ოფისი 2010 წლიდან ახორციელებს საზოგადოებრივი აზრის კვლევის პროგრამას. ამ კომპონენტის მთავარი მიზანია საზოგადოებრივი აზრის კვლევების ჩატარებისა და გაზიარების გზით, მოქალაქეების პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდა.