პრეზიდენტის ინიციტივით, შეწყალების კომისია სრულიად ახალ კონცეფციაზე იქნება დაფუძნებული.
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარეობს კონსულტაციები და შეიქმნება სრულიად ახალ კონცეფციაზე დაფუძნებული შეწყალების კომისია, რომელიც აუცილებლად იქნება მაღალქმედითუნარიანი.
"ახლა მიმდინარეობს კონცეფციაზე მუშაობა, რომელსაც დაეფუძნება შეწყალების კომისიის ახალი მოდელი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვისაუბროთ კანდიდატებზე", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.