სკანდალი! ჯორჯ კლუნი და მისი მეუღლე ერთმანეთს დაშორდნენ?! - ამალი, ტყუპებთან ერთად სახლიდან წავიდა

12:19 01-29-2019
1832

რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯორჯ კლუნი და ამალი ერთმანეთს დაშორდნენ. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ამალი, განქორწინების შემთხვევაში, 500 000 მილიონი დოლარის ქონებას, ვეღარ მიიღებს. 

პორტალი Celebrity Insider-ის წყაროს ცნობით, ამალს არ სურდა ჯორჯთან ერთად დასვენება და იტალიის ერთ-ერთ კუნძულზე, საიდუმლოდ გაემგზავრა. წყვილის ახლო მეგობრების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯი დაბრუნებას სთხოვდა, ამალმა, ტყუპები ელა და ალექსანდრაც, თან წაიყვანა.

სააგენტო Radar Online-ის ინფორმაციით, ჯორჯი შოკირებულია და არ სურს ამალთან განქორწინება. ჯორჯს სურდა, რომ ოჯახი, დასასვენებლად, ერთად გამგზავრებულიყო, მაგრამ ჩხუბის შემდეგ, ამალი, სახლიდან გაიქცა და ტუპებიც თან წაიყვანა.

წყვილს შორის სკანდალური ინფორმაცია, მას შემდეგ გავრცელდა, რაც იტალიაში, ერთ-ერთ კუნძულზე, მილიონერების უბანში, 350 000 დოლარად საიდუმლოდ შეიძინეს, ფეშენებელური ვილა. 

სანდო წყაროს ინფორმაციით, ჯორჯი და ამალი, რამდენიმე თვეა, საზოგადოებაში ერთად აღარ გამოჩენილან. 

თაყვანისმცემლების ნაწილი, კატეგორიულად გამორიცხავს წყვილის დაშორებას და ამბობს, რომ მათ ურთიერთობას, არანაირი საფრთხე არ ემუქრება. 

იხ. ფოტოები:

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე