"არ მგონია ეს რამენაირად იყოს "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული..." - სოფო კილაძე ფარულ ჩანაწერებზე

12:54 01-29-2019
118

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე აცხადებს, რომ პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა საერთოდ ადგილი ჩანაწერების გავრცელებას. 

როგორც სოფო კილაძემ ბათუმის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე პრაიმტაიმს განუცხადა, 

პირველ რიგში უნდა დადგინდეს ჰქონდა თუ არა საერთოდ ადგილი ჩანაწერების გავრცელებას. თუ დადგინდა რო აქვს ადგილი,  ამას სჭირდება მკაცრი რეაგირება სამართალდამცავი სტრუქურწბის მხრიდან. ეს ისეთი თემა არის არ მგონია საზოგადოების რომელიმე წევრმა რაიმე კომპრომისი დაუშვას. ეს პირდაპირ გადის ადამიანის ღირსებაზე. ადამიანის უცლებების დაცვის კონტექსტიდან მიუღებელია ვის მიმართაც არ უნდა იყოს პოზიციაა თუ ოპოზიცია, მის მიმართ ასეთი ქმედება არის დაუშვებელი. ჩვენ უმრავლესობის ბოლო შეხვედრაზე ბატონი ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარეობისას შევთანხმდით იმაზე, რომ ეს პროცესი უნდა იყოს კონკრეტულ კრიტერიუმებზე დაფუძნებული და ასევე უნდა იყოს ეს პროცესი გამჭვირვალე. ასე რომ მე არ მგონია ეს რამენაირად იყოს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული, - განაცხადა სოფო კილაძემ. 

 

 

თეონა აბესაძე