ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აფხაზეთიდან წუხელ შემოყვანილი ახალგაზრდა მამაკაცი ოჯახის წევრების მოთხოვნით ქუთაისში გადაიყვანეს.
ამის შესახებ “პრაიმტაიმს“ კლინიკის მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, დაჭრილ პაციენტს ადგილზე ჩაუტარდა ყველანაირი გამოკვლევა, მისმა ახლობლებმა მაინც გადაწყვიტეს მისი ქუთაისში გადაყვანა.
სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცი ზუგდიდის საავადმყოში აფხაზეთიდან 28 იანვარს, გვიან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა,მას ექიმთა ჯგუფი ენგურის ხიდთან დახვდა. 26 წლის ახალგაზრდა გალის რაიონის მკვიდრია და მისი დაჭრა სავარაუდოდ კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება.
თეა შონია