"არ არის შუქი, წყალი..." - რა პირობებში ემსახურებიან ვაზისუბანში სამედიცინო ცენტრში პაციენტებს (ფოტოკოლაჟი)

14:39 01-29-2019
164
თეგები: აქცია

ამ წუთებში ვაზისუბანში მდებარე ''მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრი'' გაფიცულია. დასაქმებულები აცხადებენ, რომ ბევრი პრობლემა აქვთ.

როგორც პრაიმტაიმთან საუბრისას ერთ-ერთმა პციენტმა აღნიშნა, ექიმებს სამუშაო პირობები არ აქვთ და მსგავსი შემთხვევები ხშირია.

მოვდივარ, შუქი არ არის, წყალი არ არის, ექიმებს ხელფასი არ აუღიათ და გაფიცულები არიან. ჩემი ჯანმრთელობა ამათზეა დამოკიდებული. მე არ მაქვს საშუალება, რომ კერძო კლინიკაში ვიარო. ექიმები კარგები არიან, მაგრამ პირობები არ აქვთ,- ამბობს პაციენტი.

ადგილზე მოსულია პროფკავშირების წარმომადგენელი, რომლის ინიციატივითაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და შეხვდება დამსაქმებელს.

აქციის მონაწილეების გაცხადებით, აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული.

 

თათია ცუკოშვილი