არა "ქიმიურ ტერმინალს" - მდუმარე აქცია ბათუმში

14:52 01-29-2019
88

არა "ქიმიურ ტერმინალს" - ამ სახელწოდებით, ბათუმში მდუმარე აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განხადებით, ბათუმის პორტში დაგეგმილი ტერმინალი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველია და დასკვნა, რომელიც კომპანიამ გაავრცელა, გაყალბებული.

"ვითხოვთ ღია გამჭვირვალე პროცესს, ჩვენს დაგროვილ კითხვებს პირდაპირ ეთერში გასცენ პასუხი. 23 იანვარს ყოველგვარი დარღვევების გარეშე დაიდო დასკვნა, რომ ეს ტერმინალი არ არის საშიში. უნდა ჩატარდეს სრული კვლევა რა საფრთხეებს შეიცავს ეს პროექტი. სიმბოლურად ამ აქციას დავარქვით "მდუმარე აქცია", რადგან დუმს მთავრობა, დუმს კომპანია და სამწუხაროდ დუმს ენჯეოებიც", - აცხადებს ვატო მებურიშვილი.

ტერმინალის მშენებლობის პროექტს ხელი 14 იანვარს მოეწერა. პროცესს საქართველოს ეკონომიკის მინისტრიც ესწრებოდა. გიორგი ქობულიამ მაშინ განაცხადა, რომ ტერმინალის უსაფრთხოების ნორმები სრულად იქნება დაცული.

 

 

თეონა აბესაძე