პოპულარულმა ინდოელმა მსახიობმა, პრიანკა ჩოპრამ და მომღერალმა, ნიკ ჯონასმა, როგორც ჩანს, სერიოზული გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ქორწილის ცერემონიალის რაოდენობით, გინესის წიგნში მოხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ ქორწილის ღონისძიებების რაოდებობით, პირველ ადგილს, ამერიკელი წყვილი იკავებს, რომელმაც ქორწილის ცერემონია, 101-ჯერ აღნიშნა.
წყვილმა, გასული წლის ბოლოს, ინდოეთში, რამდენიმედღიანი გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. ქორწილი ინდური ტრადიციების სრული დაცვით წარიმართა. წყვილი, ერთმანეთს 7 თვის მანძილზე ხვდებოდა. ინდოელი ლამაზმანი 36 წლისაა, ამერიკელი მომღერალი კი - 26-ის.
პრიანკას და ჩოპრას ქორწილის მორიგი ცერემონია, რამდენიმე დღის წინ, ჩრდილოეთ კაროლინაში გაიმართა, სადაც ნიკის მამას, ჯონას-უფროსს, საკუთარი რესტორანი აქვს.
ჩოპრას, თეთრი ფერის ყვავილებით გაწყობილ, საპატარძლო კაბაში პოზირებდა, ნიკი კი, შავი ფერის სპორტულ პერანგში და შარვალში. ცერემონია, წინა ღონისძიებასთან განსხვავებით, შედარებით თავისუფალი ვარიანტის იყო, თუ არ ჩავთვლით, იმ ფაქტს, რომ ახალგაზრდა წყვილის სიყვარული, კიდევ უფრო გამძაფრებულია.
აშშ-ში, ეს პრიანკას და ნიკის, პირველი ოფიციალური საქორწინო ცერემონიაა.
შეგახსენებთ, რომ დეკემბრის თვეში, წყვილმა ინდოეთში, უამრავი საქორწინო ღონისძიება მოაწყო.
იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლები: